რუსეთ-უკრაინის ლიდერებს, შეხვედრისას ყირიმის საკითხი არ განუხილავთ

ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ ორმხრივი შეხვედრა გაგრძელდა რუსელის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის. უკრაინის პრესსამსახური აცხადებს, რომ მხარეებს ყირიმის საკითხი არ განუხილავთ, თუმცა, როგორც მათივე პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, შეხვედრამ „ძალიან წარმატებულად ჩაიარა“. ლიდერებს შორის საუბარი 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ცნობისთვის, მომდევნო „ნორმანდიული სამიტი“ 4 თვის შემდეგ ჩაინიშნა.