პუტინი ხანგოშვილს სასტიკსა და სისხლიან ადამიანს უწოდებს

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, ბერლინში მოკლულ ქართველ მამაკაცზე, ზელიმხან ხანგოშვილზე, პირველი განცხადება გააკეთა.
მან მოკლულს რუსეთში მომხდარი ტერაქტების ორგანიზება დააბრალა.
“ის ჩვენ ქვეყანაში ძებნილი იყო. ის ძალიან სასტიკი და სისხლიანი ადამიანი იყო, მხოლოდ ერთ “აქციაში”, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა 98 ადამიანი მის მიერ იყო მოკლული. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტისა.” – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამაში ჩართულნი არ იყვნენ. თუმცა, მერკელი აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებას, სწორედ, რუსეთის პრეზიდენტი დაჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ჩეჩნური კვალი ჩანს, თუმცა მოსკოვი ამ საკითხთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.