ირანი გამოთქვამს მზადყოფნას აშშ-სთან ტყვეების გასაცვლელად

ირანი მზად არის ტყვეები გაცვალოს ამერიკასთან. ამ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს. „ბურთი ახლა ამერიკის მოედანზეა“ – აცხადებს ის.
„მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ ჩვენი მძევალი, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ყველა პატიმრის გაცვლისთვის“, – აცხადებს მუჰამედ ზარიფი.
ცნობისთვის, შაბათს, ირანმა და ამერიკამ პატიმრები გაცვალეს. ეს ორ ქვეყანას შორის უიშვიათეს თანამშრომლობად აღინიშნა.