მაჟორიტარებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის პოზიციური უთანხმოება მოგვარებადია – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაცე აცხადებს, რომ მაჟორიტარებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის პოზიციური უთანხმოება მოგვარებადია.
ეს განცხადება მან სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რაც გვავარაუდებინებს, რომ მათ შორის შეთანხმება მართლაც შედგება.
„ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.