სალომე ზურაბიშვილი – არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი სწეყალების დროს

საქართველოს პრეზიდენტი ისევ არ აკონკრეტებს, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის დეკანოზზე გაუთავებლად საუბარი.
„მამალაძეს აქ არ გეტყვით. შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა ვინ არის შეწყალების აქტში. არასწორია სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ და არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.