წინა მთავრობისგან განსხვავებთ „ქართულ ოცნებას“ პოლიტპატიმრები არ ჰყავს – წულუკიანის პასუხი ევროსაბჭოს დეპუტატებს

ევროსაბჭოს დეპუტატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ამ ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებთ „ქართულ ოცნებას“ პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
“მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ეწვევიან ხოლმე საქართველოს, ყველა არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი და მათ აზრებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვისმენთ. უბრალოდ, ერთს დავძენდი, რომ ჩვენს ქართულ პენიტენციურ სისტემაში, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტიკური პატიმრები. პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან მცდელობას ახორციელებს, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური პატიმარი”- აცხადებს წულუკიანი.