დღეს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციური ლიდერები იკრიბებიან

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციური ლიდერების მორიგი შეხვედრა გაიმართება. მათ მომავალ სამოქმედო გეგმებზე უნდა ისაუბრონ.
“გვექნება ოპოზიციის ფორმატში მორიგი შეხვედრა, სადაც სამოქმედო გეგმის ახალ კომპონენტებს ერთად გავივლით. ახალი თარიღებია. მომავალი კვირის სესია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიუჯეტი განიხილება და მომავალი კვირის სესიაზე სავარაუდოდ, შეეცდებიან ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, შეეცდებიან მოსამართლეების დამტკიცებას და ცესკო-ს ახალი წევრების დამტკიცებას. ყველაფერი ეს უნდათ რომ მოასწრონ მომავალ კვირაში, რადგან საზოგადოებრივი პროტესტის ეშინიათ. რაც შეეხება დიდ თარიღს, დიდი თარიღი უკავშირდება ეუთო/ოდირ-ისგან დასკვნის ჩამოსვლას”, – აცხადევს ვაშაძე.