მეტროში გადაადგილება აღდგენილია

“თბილისის მეტროპოლიტენი“ აცხადებს, რომ ის ხარვეზი, რომლის გმაოც შეფერხებული იყო მოძრაობა „ახმეტელის თეატრიდან“ დიდუბის გაჩერებამდე, სრულიად აღმოფხვრულია და ამჟამად მატარებლებს უპრობლემოდ შეუძლიათ გადაადგილება.
ცნობისთვის, „ახმეტელის თეატრიდან“ დიდუბის მიმართულებით მატარებლები არ მოძრაობდნენ. შედაძლებელი იყო გადაადგილება მხოლოდ დიდუბის გაჩერებიდან ვარკეთილამდე.