ლაშა ბექაური, ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, ოპოზიციონერებთან გარიგდა?

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები მას. ნადვილად სამწუხაროა იმაზე ფიქრი, თუ რად სჭირდება „ცხრამეტი წლის სპორტსმენ წესიერ ბიჭს“ მსგავსი ტყუილების გამოქვეყნება. საფიქრალია, ასე მცირეწლოვანიც კი, ვინმესთან შეკრული ხომ არ არის?
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე. სამი პოლიციელი იდგა ერთ-ერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მე ვუთხარი არ მაქ ძმაო-თქო და ისევ ნაგლად მომმართა ძმაოთი რატო მომმართავო მეთქი აბა როგორ მოგმართო ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო შე უზრდელოო, მეთქი უზრდელი შენხარ-თქო და ამ დროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო, მე ვუთხარი მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებით-თქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში, ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არ იცი როგორ უნდა გველაპარაკოო შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს მეც რა თქმა უნდა წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ როგორც კანონს შეეფერება.
შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა მე განვაგრძობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ-თქო ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორტსმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამ-თქო ისეთ შეურაცხყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არ მინდა.” – დაწერა ლაშა ბექაურმა.
მან სოციალური ქსელიდან მალევე პოსტი წაშალა, როგორც ჩანს მიხვდა, თუ რამენად უაზრო იყო მისი წერილი. უცნაურია, როგორ შეიძლება კარგ ბიჭობაზე, პატიოსნობასა და ქართველობაზე ესაუბრო 10 ადამიანს რომელიც გირტყამს და ამავდროულად გაგინებს. ალბათ ახალგაზრდა სპორტსმენი ძალიად დიდსულოვანია, თუმცა ეს მისი პოსტიდან ნაკლებად ჩანდა.