CO-ს გაჟონვით გოგო გარდაიცვალა, მისი ძმა კი მოიწამლა

თბილისში, კერძოდ კი ნაძალადევის რაიონშ, ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის გოგო გარდაიცვალა, ხოლო მისი 22 წლის ძმა მოიწამლა. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
„თბილისი ენერჯი“ ამ ფაქტს ეხმაურება. მათი განმართებთ ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.
მათივე ინფორმაციით, აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გაფთხილებაც მისცეს, თუმცა მათ ხელმეორედ, კუსტარულად დაამონტაჟეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.