ინდოელი გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ დაწვეს საავადმყოფოში გარდაიცვალა

ინდოეთში გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს გარდაიცვალა. მედიკოსები აცხადებენ, რომ მას გული გაუჩერდა.

გარდაცვლილს სხეული 95% დამწვარი ჰქონდა.

ცნობისთვის, გოგონამ გარდაცვალებამდე სასამართლოს მიმართა, მამაკაცების წინააღმდეგ, რომელთაც მასზე ძალა იხმარეს. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი დააკავეს, თუმცა შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“როიტერსი” აცხადებს, რომ ქვეყანა გაუპატიურების მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია.