ლონდონში, რუსი 49 წლის მილიარდელი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა

ლონდონში, 49 წლის რუსი მილიარდელი, დმიტრი ობრეტეტსკი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა.

მისი მეგობრები მკვლელობას არ გამორიცხავენ, რადგან ლონდონში მანქანას ძალიან ფრთხილად მართავენ.

რუსეთის მედია იტყობინება, რომ რუსმა მილიარდელმა, ოჯახთან ერთად, რუსეთი წლების წინ დატოვა.

ამჟამად საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.