შსს-მ თბილისში 24 ბინის გაქურდვაში ბრალდებული 2 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, 24 ბინის გაქურდვისთვის 2 პირი დააკავეს. ცნობისთვის, ორივე მათგანი ბრალს აღიარებს.

სამართალდამცავებმა ისინი დიღომში დააკავეს, როდესაც ისინი გაქურდული 8 ბინიდან წაღებულ ნივთებს მანქანაში ტვირთავდნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მათ 24 ბინა გაქურდეს, ნაქურდალის მეტ ნაწილს კი საკუთარ სახლებში ინახავდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ის თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.