ელიოტ ენგელი ქართველებს არწმუნებს NDI-სა და IRI-ს კვლევების ირწმუნონ

ელიოტ ენგელი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართველ მეგობრობს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარ NDI-სა და IRI-ს კვლევების დაჯერებისკენ მოუწოდებს.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მე მხარი დავუჭირე კონგრესის ინვესტიციას საქართველოს დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში სხვადასხვა, მათ შორის, NDI-სა და IRI-ს საშუალებით. ეს ორგანიზაციები მთელ რიგ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ისინი მჭიდროდ მუშაობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტიებთან. ისინი არ ირჩევენ არც ერთ მხარეს და არც რომელიმე პოლიტიკურ შედეგს უჭერენ მხარს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სუვერენული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი.

აშშ-ის კონგრესი საქართველოს ხალხის გვერდით დგას და მე კვლავ გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდასაჭერად“, – ამბობს ენგელი.