ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი ჩატარდება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი ჩატარდება. შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ქართული შოკოლადის, არამედ სხვა ქვეყანაში დამზადებულის, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადის, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლების დაგემოვნებაც.
ბავშვები შეძლებენ საახალწლო ორცხობილების თვითონვე მოხატვას. ფესტივალზე საახალწლო განწყობის შესაქმნელად იქნებიან სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე. შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს, 12:00-18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.