ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტოენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ

გეგმურ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – თელასი.