კახა კალაძეს ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება არ უკვირს

თბილისის მერი, კახა კალაძე, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრების საკითხს ეხება. მისი განცხადებით, ბურჯანაძისგან ეს ქმედება გასაკვირი არ არის, თუმცა გასაკვირია ოპოზიციური ლიდერების ქმედება, რომლებიც მასთან ერთად ერთ მაგიდასთან სხდებიან.
„შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ღირებულებებიდან ეს მიუღებელი იყოს, იმიტომ რომ მე სხვა ხედვა მაქვს, სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ, მაგრამ მიკვირს იმ გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც ერთად სხედან და საუბრობენ სხვადასხვა, თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით,“ – აცხადებს კალაძე.