თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს პროექტის განხორციელებას შეაფერხებს – მაია ცქიტიშვილი

თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს პროექტის განხორციელებას შეაფერხებს – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.
„ძალიან ვწუხვარ თუ ასეთი გადაწყვეტილება ექნება მიღებული კონსორციუმს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შეაფერხებს ამ პროექტის სწრაფად განხორციელებას. მაშინ როცა კონსორციუმი აცხადებდა, რომ პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ, ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები, რაიმე სახის საკუთრებაში ამ პროექტის მიწერა გვერდზე უნდა გადავდოთ ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებსა და პროექტზე. ვაღიაროთ, რომ ვერ ვახორციელებთ, არა ჩვენ არამედ კონსორციუმს მოვუწოდებთ და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველდგვარი დავის გარეშე გადავიდნენ პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე,“ – აცხადებს რეგიონული განვითარების მინისტრი.