ქუთაისში უბადრუკი აქცია დაიწყო

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, 5 აქტივისთან ერთად ქუთაისში აქცის გამართვა უკვე დაიწყეს.
ცნობისთვის, უშედეგო და პიარზე გათვლილი მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და ქუთაისის მერიასთან დასრულდა. ამასთანავე, ოპოზიციონერები განცხადებებს აკეთებენ.
“მივალთ აღმაშენებლის მოედანზე. მსვლელობას, რომელიც იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ერთი მიზანი აქვს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ის საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოში დაიძრა და გაძლიერდება, მხოლოდ თბილისის საქმე არ არის, არამედ ეს არის ქართული ცივილიზაციის აკვანის, ქუთაისის საქმეც. გვჭირდება პროპორციული არჩევნები. ჩვენთვის კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც კორუფციისა და კრიმინალის წახალისებით, არჩევნების გაყალბებით არ არის დაკავებული და ასევე დაპირებით “მოგსპობთ”, “ყველას გაგიშვებთ საზღვარგარეთო” და ისე დაიცალოს ჩვენი ყველა სოფელი და ქალაქი, როგორც დღეს იმერეთია დაცლილი. პროვოკაციების ჩვენ არ გვეშინია. 7 წლის განმავლობაში ჩვენი 14 000 წევრი და მხარდამჭერი დაკითხეს. ყველაფერი ნანახი გვაქვს, არაფრის გვეშინია”, – განაცხადა რუსეთის მოკავშირემ, გრიგოლ ვაშაძემ.
უბადრუკი აქტივისტების გამო რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეფერხებულია. ლოზუნგად კი „ერთად ერთის წინააღმდეგ“ აქვთ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.