მამუკა მდინარაძის განცხადება ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის ფაქტთან დაკავშირებით

მამუკა მდინარაძე, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის ფაქტს გამოეხმაურა.
„მაშინ, როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს? მოდით, ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს. იხუმრა კიდეც გენერალურმა მდივანმა ჩვენი პარტიის, რომ შესაძლებელია გერმანული მოდელის ჩამოსატანად იყოს კრემლში წასული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომ აქციებმა მოიცვას მთელი ქვეყანა, დაამხონ, მოწოდებებიც ვნახეთ ჩვენ შესაბამისი, გამოიწვიონ ქაოსი და ასე შემდეგ“, – ამბობს მდინარაძემ.
დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონიერებასა და სახალმწიფოს სტაბილურობას.
„მარგინალური ჯგუფები, გაცვეთილი და მეორადი „კმარელები“, ვერ შეძლებენ ამ სახელმწიფო სტაბილურობის შერყევას. ის, რომ 20-20 და 15-15 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში და რაღაც დესტრუქციის მოწყობას ცდილობს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი და მარგინალიზაციის გზაზე დადგომის უტყუარი საბუთი“, – მამუკა მდინარაძე.