ყალბი 500 ევროიანების გასაღების ფაქტზე 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე ყალბი 500 ევროიანების გასაღების ფაქტზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.