რუსეთში მამაკაცს, 4 მიგრანტი საკუთარივე ხელით აგებულ „რუსეთ-ფინეთის საზღვარზე“ 11 000 აშშ დოლარად გადაყავდა

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყალბი საზღვარი ააგო, შემდეგ კი 4 მიგრანტი მოატყუა და ფულის სანაცვლოდ „ევროპაში გადაიყვანა“.
ირკვევა, რომ ფსევდო საზღვართან მისვლისას, მამაკაცმა მიგრანტები დატოვა, მათ კი ეგონათ, რომ უკვე ფინეთის სასაზღვრო პუნქტთან იყვნენ, რეალურად კი ისევ რუსეთში იმყოფებოდნენ.
საბოლოოდ, მიგრანტები ნამდვილმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ კვლავ რუსეთში იყვნენ.
ცნობისთვის, მამაკაცმა მიგრანტებს „საღვრის დატოვების“ სანაცვლოს 11 ათასი დოლარი გამოართვეს.
საბოლოოდ, ხუთივე ადამიანი დააკავეს. მიგრანტები რუსეთიდან გააძევეს, ხოლო მატყარა მამაკაცს პატიმრობა მიუსაჯეს.