გასროლა შელაპარაკებას მოჰყვა, თუმცა მკვლელობის მცდელობა არ ყოფილა – წალენჯიხაში უბედური შემთხვევის შედეგად მკვლელობაში ბრალდებული

წალენჯიხაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკაშვირებით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, ბესიკ ფიფია, პირველ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გასროლა შელაპარაკებას მოჰყვა, თუმცა მკვლელობის მცდელობა არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, აღინიშნა, რომ ფაქტს სამართალდამცავები ჰყავდა.
„ბესიკ ფიფია ამბობს, რომ ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა. შელაპარაკების რამე განსაკუთრებულ მიზეზს ის არ ასახელებს. მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, თანამშრომლები არიან, ზოგჯერ ერთადაც უწევდათ მორიგეობა. ბრალდების ფორმულირებას, რომ ბესიკ ფიფიას მამუკა ქარდავას მოკვლა უნდოდა, არ ეთანხმება. ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია, რომ კონფლიქტში სხვებიც მონაწილეობდნენ, არ გვაქვს. სხვები უბრალოდ იქ იყვნენ, თორემ ამ ფაქტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
როგორც ვიცი, ბესიკი იმ დღეს არ მუშაობდა, მეორე პოლიციელი კი სავარაუდოდ, მუშაობდა. ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ, შესაბამისად, დეტალებს არ ვიცნობ. ჩაცხრილული ავტომობილი დაზარალებულს არ ეკუთვნის, ის სხვა პირისაა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა, სხეულის დაზიანება არავის მიუღია.
ფიფია ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. იმ დღეს ექიმთან ყოფილა, რაღაც პროცედურა ჩაუტარდა, როგორც ვიცი, ანესთეზიაც გაუკეთეს“, – აცხადებს ადვოკარი.
მან დასძინა, რომ სასამართლოს შუამდგომლობას სთხოვს, რათა დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენონ.