„ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, ყველა ჩვენთაგანზე თავდასხმას ნიშნავს“,- ლონდონის დეკლარაცია

ლონდონის დეკლარაციაში წერია, რომ ნატო რუსეთის აგრესიულ ქმედებებს რაციონალურად პასუხობს, აღსანიშნავია, რომ ბლოკი რჩება რუსეთთან კონკრეტულ ურთიერთობებზე.
„ჩვენ, როგორც ალიანსი, სხვადასხვა სახის საფრთხეს და გამოწვევას ვაწყდებით, რომლებიც ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან მოდის. რუსეთის აგრესიული ქმედება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს; ასევე ტერორიზმი, მისი სხვადასხვა გამოვლინებით ყველა ჩვენთაგანისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება. სახელმწიფო და არასახელმწიფო ობიექტები საერთაშორისო წესრიგისთვის გამოწვევაა. ჩვენს საზღვრებს გარეთ არასტაბილურობა ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას. ვაწყდებით კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს“- აღინიშნა დეკლარაციაში.
აცხადებენ, რომ ნატო არცერთი ქვეყნისთვის არ არის საფრთხე, რადგან ის თავდაცვითი ალიანსია.
„უსაფრთხოების მიმართ 360-გრადუსით მოვახდენთ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების, სტრატეგიის და გეგმების ადაპტირებას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სამხედრო ძალების მზადყოფნა ამაღლდეს ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ ნებისმიერი მხრიდან და ნებისმიერ დროს. მტკიცედ ვაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას და ერთობლივად მივიღებთ ზომებს მის დასამარცხებლად. ვრეაგირებთ და მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აწონ-დაწონილად და პასუხისმგებლობით რუსეთის მიერ საშუალო სიშორის მოქმედების ახალი რაკეტების განთავსებაზე, რამაც შესაბამისი შეთანხმების გაწყვეტა გამოიწვია და რაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“,- ნათქვამია ლონდონის დეკლარაციაში.
“მთლიანად ვემხრობით იარაღის ეფექტური კონტროლის, განაიარაღებისა და გაუვრცელებლობის შენარჩუნების გაძლიერებას. მოკავშირეები მტკიცედ არიან ვალდებულნი შეასრულონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმება. ღია ვრჩებით დიალოგისთვის და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, როდესაც რუსეთის ქმედება ამის საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებნ ნატოს წევრები.
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს ყველა წევრზე თავდასხმას.
„ვადასტურებთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან ტრანსატლანტიკურ კავშირს, ჩვენს ერთგულებას გაეროს მიზნებისა და პრინციპების მიმართ, ასევე ჩვენს ვალდებულებას, რომელიც ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლშია ჩადებულია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, ყველა ჩვენთაგანზე თავდასხმას ნიშნავს“,- აცხადებენ დეკლარაციაში.
ცნობისთვის, მომდევნო სამიტი 2021 წელს გაიმართება.