გერმანია რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ნონ-გრატს აცხადებს

გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ნონ-გრატად გამოაცხადა. ეს ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაადასტურა. ეს, მათი განცხადებით განაპირობა იმან, რომ რუსეთი საკმარისად არ ჩაერთო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში.
„ფედერალურმა გენერალურმა პროკურორმა გადაიბარა საქმის გამოძიება იმ საფუძვლით, რომ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ მკვლელობა ან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების, ან რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“. ამის გათვალისწინებით, გერმანიის „ფედერალური მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ და სწრაფ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“. – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსემენთ, კრემლი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ აქვთ.