„ჩვენ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურში არ ვართ“ – დიმიტრი პესკოვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინში ქართველი მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით არავითარ ინფორმაციას არ ფლობს.
„არანაირი პასუხი არ მაქვს. ჩვენ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურში არ ვართ. გამოძიება ტარდება გერმანიაში და მე სათქმელი არაფერი მაქვს – ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ“ – აცხადებს ის.
ცნობისთვის, გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული დაზვერვაა ჩართული. თუ ეს დამტკიცდა გერმანია კრემლს სანქციებს დაუწესებს.