ხულოში მმართველი პარტიისა და ნაცმოძრაობის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხულოში, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაურია. ენმ-ს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქციას მართავენ და საპარლამენტო ზევრებს „მონას“ უწოდებენ.
ადგილზე ასევე მივიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და წარსულის შესახსენებლად ცოცხები მიიტანეს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
“ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გვქონდა. შენობაში არ შეგვიშვეს, ისინი „ოცნების“ „ტიტუშკები“ არიან. რამდენჯერმე ხელით შეგვეხნენ და აგრესია გამოხატეს. ანზორ ბოლქვაძეს იმიტომ უდგანან გვერდში, რომ ამისთვის 20 ლარი გადასცენ. ანზორ ბოლქვაძე არის ბიძინა ივანიშვილის მონა”, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

მსგავსი სტატიები