ხომ არ ისურვებდით ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე მებრძოლს? – ტრამპი მაკრონს

მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ, ლონდონის სამიტზე, ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის რამდენჯერმე დაძაბული საუბრები ჰქონდათ. თავდაპირველად ტრამპმა გააკრიტიკა მაკრონის განცხადება ნატოს „სიკვდილთან“ დაკაშირებით და საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართა კითხვით – ხომ არ ისურვებდა ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე მებრძოლს.
„ბევრი მათგანი საფრანგეთიდანაა, ბევრი გერმანიიდან, ბევრიც გაერთიანებული სამეფოდან. ძირითადად ისინი ევროპიდან არიან. ამ თემაზე თქვენთან არ მისაუბრია. ხომ არ ინებებდით „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მშვენიერ მებრძოლს? შეგიძლიათ წაიყვანოთ ნებისმიერი, რომელსაც აარჩევთ“, – თქვა აშშ-ს ლიდერმა.
„მოდი სერიოზულები ვიყოთ. მებრძოლები, რომლებიც თქვენ გყავთ, ძირითადად სირიიდან და ერაყიდან არიან. მართალია, რომ თქვენ გყავთ ევროპელი მებრძოლებიც, თუმცა ეს მთლიანი პრობლემის ერთ პატარა ნაწილს წარმოადგენს“,- უპასუხა მაკრონმა.