7 დევნილი გამოასახლეს

თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს. მათსა და სამართალდამცველებს შორის ღამით დაპირისპირება მოხდა.
ოჯახები, რომლებიც გამოასახლეს, აცხადებენ, რომ შენობაში ხუთი თვეა, თვითნებურად არიან შესახლებული. მათი ინფორმაციით, შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ამასთან, მათივე თქმით, ისინი შპს „ნინოს“ მოთხოვნით გამოასახლეს, რომლის კუთვნილებაც არის აღნიშნული შენობა.
გამოსახლებული პირები ამ დროისთვის შენობასთან რჩებიან.