მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს – შსს

შსს აცხადებს, რომ მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს.
ის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, აქციის მსვლელობისას აქტივისტმა უდუმაშვილს „ნაცების“ სისხლიანი წარსული გაახსენა და ცოცხი ესროლა.