ყველა ვადას დასასრული უნდა ჰქონდეს – აცხადებს ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის კონსორციუმთან დაკავშირებით

ვიცე-ორემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის კონსორციუმთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა ვადას დასასრული უნდა ჰქონდეს. მისი განცხადებით, 31 დეკემბერს იწურება უკანასკენელად გადავადებული დრო, რის შემდეგაც მთავრობას აქვს უფლება შესაბამისად იმოქმედოს.
“პრაქტიკულად ორი წლით გახანგრძლივდა ვადა. ეს ვადა პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს სირთულეები საკუთარი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.