ქობულეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქობულეთში, საკრებულოს შენობაში, მმართველი პარტიის წევრები და „ნაცხროვას“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ირკვევა, რომ დაპირისპირება გამოიწვია ნაცელის ბონდო თედორაძის სიყვებს, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „ზონდერები“ უწოდა. რეალურად ვინ წარმოადგენს ზონდერს ყველასთვის ნათელია. სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარის რამდენიმე წარმომადგენელი საკრებულოდან გაიყვანეს. ამამად იქ პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, ხოლო პროვოკატორი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
„დილიდან აპირებდნენ შემოვარდნას, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მერიის თანამშრომლებს. ესაა მათი ჩვეულებრივი ხელწერა, რომ არაფრისგან შექმნან დესტრუქციული მუხტი”, – ამბობს ქობულეთს მერი.