კახა კალაძემ თბილისის მოქალაქეებს „ისუზუს“ 38 და „მანის“ 16 ავტობუსი წარუდგინა

კახა კალაძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოქალაქეებს „ისუზუს“ 8 მეტრიანი და „მანის“ 10 მეტრიანი ავტობუსები წარუდგინა.
8 მეტრიან ავტობუსებში გათვლილია 53 მგზავრი, ხოლო 10 მენტრიანებებში 82 კაცი. ავტობუსებში ასევე განთავსებულია wifi-მოდემი, გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემები, ასევე usb-დამტენები. ჯამში, დედაქალაქში, 1 კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად, შემოვა „ისუზუს“ 38 ავტობუსი, ხოლო „მანის“ 16.
N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“
N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“
N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა
N19 – ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა
N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი
N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი
N54 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი
N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა
N65 – დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური
N68 – 9 ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი
N75 – ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“
N77 – ტუბდისპანსერი – რკინიგზის სადგური
N80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა
N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი
N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი
N15 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-სადგურის მოედანი.