ჯანდრის დბაზე დაკარგული ორი მოქალასქის მოსაძებნად სპეციალურ ტექნიკებსაც იყენებენ

ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა. მათ მოსაძებნად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო და სპეციალურ ტექნიკის საშუალებებს ტბის ფსკერზე საძებნელად იყენებენ.
ადგილზე მუშაობენ წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. მობილიზებულნი არიან მყვინთავები, ხოლო პროცესში ჩართულია სამაშველო დრონიც.
საძიებო სამუშაოებში ასევე ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახურიც. ამოწმებენ ასევე სანაპირო ზოლსაც. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი მუშაობს სამაშველო ვერტმფრენიც.
შსს იტყობინება, რომ ინფორმაცია დაკარგვის შესახებ, 112-ში 2 დეკემბერს შევიდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.