დღეს, ლონდონში ნატოს ლიდერთა საიუბილეო 70-ე შეხვედრა გაიმართება

დღეს, 3 დეკემბერს, ლონდონში ნატოს ლიდერთა საიუბილეო 70-ე შეხვედრა გაიმართება. ლიდერებს, შეხვედრის დაწყებამდე ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ნატოს გამოწვევებზე ისაუბრებს. ასევე მთავარი საკითხი ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოება და რუსული აგრესია იქნება.
ხვალ, ლიდერთა საიუბილეო შეხვედრაზე მრგვალ მაგიდასთან დასხდებიან დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი.
შეგახსენებთ, ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ნატო-ს დაფინანსებას უმცირებს, ხოლო საქართველოსა და უკრაინას უზრდის.