ჟურნალისტი შეიჭრაო!

მამუკა მღვდელაძე შსს-ს მიმართავს და ამბობს, რომ ქუთაისში ბოლო დღეებში გამართული აქციების პარალელურად მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები არ წყდება. მისივე თქმით, დღეს მის სამუშაო კაბინეტში “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი შეიჭრა. მღვდელაძე ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილეა.
“ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში. “მთავარი არხის“ ჟურნალისტები შემოვიდნენ. ადგილზე არ ვიყავი და ნებართვის გარეშე შევიდნენ ჩემს სამუშაო ოთახში, რომელიც არიეს. გარდა იმისა, რომ ბრალს მდებენ აქციების ორგანიზებაში უკვე პირად სივრცეშიც იჭრებიან. დიახ, მე ვიყავი აქციაზე, როგორვ მოქალაქე, მაგრამ მე ყოველთვის აქტიურად ვიდექი უსამართლობის წინააღმდეგ. უკვე მივმართე საგამოძიებო უწყებას“ – ამბობს მღვდელაძე.