ჩინეთმა აშშ-ს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. შავ სიაში მოხვდნენ “ჰუმან რაითს ვოჩი”, NDI და “ფრიდომ ჰაუსი”.

„ჩინეთი მოუწოდებს შეერთებლ შტატებს გამოასწოროს შეცდომები და შეწყვიტოს ჰონგ-კონგის ისევე როგორც ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა“,-განაცხადა ჩუნინგმა.

ჰონგ კონგში ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ჩასვლის შესახებ ვაშინგტონის თხოვნას ასევე ჩინეთიც არ განიხილავს. პეკინმა ეს ზომები ტრამპის მიერ მიღებული ჰონგ კონგში დემოკრატიის დაცვის შესახებ კანონის გამო აამოქმედა. კანონი ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.