მცხეთაში ხუნდაძის ბიუროსთან ფიზიკურ დაპირისპირებისას 7 ადამიანი დააკავეს

მოძრაობა „გაბედეს” წევრი, ცოტნე ვადაჭკორია, რომელიც მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბიუროსთან აქციას მოძრაობა “გაბედე” მართავდა, რა დროსაც მოძრაობის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მცხეთის მერმა აქტივისტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აქტივისტებს დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ნახვა და პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა სურდათ.