უკრაინელი დეპუტატის 3 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

„როიტერსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი დეპუტატისთვის, ვიაჩესლავ სობოლოვისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად მისი 3 წლის შვილი გარდაიცვალა. ცნობისთვის, თვით დეპუტატი არ დაშავებულა. უცნობია ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.