აკაკი ზოიძე პოლიტიკას ტოვებს და საქსპერტო საქმიანობას უბრუნდება

მმართველი პარტიის დეპუტატი, აკაკი ზოიძე, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პარლამენტსა და პოლიტიკას ტოვებს. მისივე განცხადებით, მან კონსულტაცია კოლეგებთან გაიარა.
„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, – აკაკი ზოიძე.
ზოძე აცხადებს, რომ ის საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება.