ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებში, კერძოდ კი უცხოური ენების ტესტებში სიახლე იქნება. მათი განმარტებით, სულ 2 ცვლილებაა, ხოლო დრო უცვლელი რჩება.
„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.
ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, – ნათქვამია ცენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველებს, ახალი ტესტის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.