3 დეკემბრიდან გამოიდარებს

2 დეკემბერს ცუდი ამინდი შენარჩუნდება. შესაძლოა, მაღალმთიან რაიონში მოთოვოს, იქნება ძლიერი ქარი, მოსალოდნელია ქარბუქიც. რაც შეეხება 3 დეკემბერს, აცხადებენ რომ გამოიდარებს.
„4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 დეკემბერს, ასევე 4-5 დეკემბერს, იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.