მელიას დეპუტატის მანდატი 24 დეკემბრამდე შეუჩერდება – გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, 24 დეკემბრამდე შეუწყვეტენ – აცხადებს მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი. მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად გაიწელა და მისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაკისრება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევრა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
“2019 წლის 28 ნოემბერს სახალხი დამცველმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მისცა სამართლებრივი რეკომენდაცია, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, კერძოდ, დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც დიდ წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციასთან და ზღუდავდა პარლამენტის წევრისა და საქართველოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს მისცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ემსჯელა და მოყვანილიყო შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსთან და ყველა იმ რეკომენდაციასთან, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტიუტები აძლევენ ქვეყანას. ჩვენ ვამბობთ და დღეს ეს უკვე დადასტურდა, ის ფორსირებული განაჩენი, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე გამოცხადდა, ისახავდა ერთადერთ მიზანს, ნიკა მელიას უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, იგი ჩამოაშორონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. დღეს მოხდა ძალიან მარტივი რამ- ერთი მხრივ, ნიკა მელია გაამტყუნეს, მეორე მხრივ, პროკურატურამ მოითხოვა დრო თითქოსდა არ იცნობდნენ ამ დოკუნენტს, არადა, ჩემს მიერ მიეწოდა პროკურატურას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, რომ ოფიციალურად სახალხო დამცველმა მიმართა სასამართლოს, მათ შეეძლოთ გამოეთხოვათ. სასამართლომ თითქოს არ დაიჭირა მელია და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო და ამას გააპიარებენ მთელი ძალისხმევით და მეორე მხრივ, აიცილეს უხერხულობა თავიდან და კიდევ ერთხელ უკანონობა დარჩა ძალაში. კანონში წერია, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს როცა მიმართავს, ეს მხარეებს გაეგზავნება, ჩვენს მხარეს გამოეგზავნა და რატომ არ გაეგზავნა პროურატურას, არ ვიცი. საერთოდ, გაეგზავნათ თუ არა, არ ვიცი. ფაქტია, რომ მათ იცოდნენ, პირადად ჩემგან იყვნენ ინფორმირებულები. მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ სჭირდებოდა 15-გვერდიან დოკუმენტს რამდენიმე დღიანი ვადა, რომ გაეცნოს პროკურატურა. თუმცა მაინც გადაიდო 24 დეკემბრამდე”, – აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.