ნიკა მელიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ნიკა მელია სასამართლომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. მას, 25 000 ლარიანი ჯარიმა, ასევე 2 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა დაეკისრა.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურება სასამართლოს მიზეზით არ მომხდარა.
“ეს არ იყო სასამართლოს მიზეზი. პირველი და მთავარი, საქმე იყო მოცულებითი, დაახლოებით 100 ტომი იყო. ასევე, საწყის ეტაპზე მრავალპირიანი საქმე იყო. ასევე, ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობამ, გარკვეულ მიზეზებში საპატიო გამოუცხადებლობა იყო, ზოგ შემთხვევაში არა. ასევე, ნიკანორ მელია სხდომის დარბაზიდან გააძევეს, მას ადვოკატი დაენიშნა, საქმის მასალების გასაცნობად კი დრო დასჭირდა” – აცხადებს მოსამართლე.