გვარამია-სააკაშვილი, როგორც სექტა და კეთრი

ისევ შევარდნაძე, ისევ ქურდებზე ლაპარაკი, ისევ ლანძღვა და ისევ დეზინფორმაცია. ასეთად შეიძლება იწოდოს ნიკა გვარამიას ცრუ „ანონსი“ ქვეყნიდან წასვლის შესახებ და მიხეილ სააკაშვილთან მისი „დიალოგი“, რომელიც მათივე არხზე წუხელ გავიდა პირდაპირ ეთერში.
ეს ორი, თავიანთი არხით, სულ უფრო ემსგავსება ზვიადისტების გუნდს, რომელიც დროსთან ერთად ფერმკრთალდებოდა და ქრებოდა. თუმცა, სხვაობა მაინცაა, ისინი თავისას ითხოვდნენ და ოპონენტს ლანძღავდნენ. ესენი კი დეზინფორმაციასაც ავრცელებენ. როგორ?
ნიკა გვარამია ჰუმანურობის და ადამიანის უფლებების დამცველად აცხადებს თავს… ამ ორი თვის წინ თავი ნელსონ მანდელასაც შეადარა. ახლა, როგორც ჩანს, მანდელას ფარგლებს გაცდა და მატა ჰარი, არა, უფრო მეტი, მესიაა, რადგან აცხადებს სიმართლე და ხსნა მხოლოდ ჩვენი გზააო.
შორს რომ არ წავიდეთ, გვარამიას გუშინდელი ტექსტიდან ამონარიდით შეიძლება დიაგნოზი დაისვას. პირდაპირ ეთერში, ბატონი გვარამია ამბობს, რომ მისმა 10 წლის შვილმა (სანდრო გვარამია) იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სანდრო გვარამია მოკლას.
ეს, ადამიანმა შეიძლება იფიქრო მაშინ, როცა სამკვდრო სასიცოცხლო ომში ხარ ვინმესთან ჩაბმული. ეს შეიძლება წარმოთქვა კიდეც და მოასმენინო ადამიანებს, რომლებიც უკვე ზრდასრულნი და ფსიქიკაფორმირებულნი არიან. მაგრამ ეს უთხრა, 10 წლის ბავშვს, რომელსაც ახლა უყალიბდება ფსიქიკა – ფაქტობრივად დანაშაულია. ეს არის ბულინგი! იმ დროს როცა ადამიანი ყალიბდება, როგორც პერსონა (ანუ ბავშია) არ აქვს მნიშვნელობა ვის ან რის შიშს უნერგავ ბავშვს, მთავარი ისაა, რომ შიშს უნერგავ. ექიმები ამიტომაც ეწინააღდეგებიან ბავშვებთან „ბუაზე“ ლაპარაკს.
თუკი გვარამია იმდენად არაპროფესიონალია (ან ვერანი), რომ შვილი გაიმეტა ბულინგისა და ფსიქიკის ნგრევისთვის, მის თანამშრომლებს რას უზამდა? ან სხვას რას უზამს?
კითხვის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით მის ხასიათშია, თუ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გავიხსნებთ! რაც შეეხება თანამშრომლებს, აქაც მარტივადაა საქმე. ბულინგის „კლასიკა“ მაშინ ვნახეთ, როცა რუსთავი 2-ი ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა და არხზე დარჩენილი ჟურნალისტები ლანძღა და აშანტაჟა დაუსრულებლად. თუმცა მანამდე იყო უარესებიც, თანამშრომლებს, რომლებსაც 500, 700, 800 ლარი ჰქონდათ (ან მეტი) 4-5 თვის დაგვიანებით უხდიდა ანაზღაურებას, ამ დაგვიანებას ივანიშვილს აწერდა, ხოლო თვითონ მიშასთან სტრასბურგში მიფრინავდა 22 ათას ლარიანი ბილეთებით. იმ დროს, როცა დაბალხელფასიან თანამშრომელს ბანკი ახრჩობდა, გვარამიამ იმავე გადაცემების ნაშრომის ხარჯზე და რუსთავი 2-ის ბალანსით ორი „პორშე კაიანი“ გამოაგორა ცენტრიდან. შავი და მწვანე… შავზე თავად გახლდათ წამოპლაკული, ხოლო მწვანეს, მისი მეუღლე მართავდა.
ისე ცნობისთვის, რუსთავი 2-ში ყოველთვის არსებობდა ჟღურტული თემაზე: „ნიკამ პორშე იმიტომ გამოიყვანა, ზალიკოზე (უფდუმაშვილი) ნაკლები მანქანა ხომ არ ყოლოდაო“…
ჰო, მართლა, გუშინ უთქვამს მანქანაზე ვერ ვჯდები იმიტომ, რომ რამე არ „გამიჩალიჩონო“… ვერ ჯდება იმიტომ, რომ ტარება ფაქტობრივად არ იცის. ეს მანქანის კიდეებსაც დიდ დამღად ედო ყოველთვის.
და ბოლოს… დრო მიდის და მართლა სექტას ემსგავსება, როგორც გვარამია-სააკაშვილი ისე მისი გარემოცვა. აქციებზე, ხალხი, ყოველ შემდეგ ჯერზე, იკლებს, არადა „ოპოზიციის“ რიგები იზრდება.
ტკბილ წარსულთან პოტინი – წარმავალის რიტორიკაა. იყო დრო თავად დასცინოდნენ 37-მანეთიანი რეისებით ნოსტალგირებულ მოხუცებს, რომლებიც თავადვე „ჩარეცხეს“… ახლა თავადაც იმ ამპლუაში გადადიან, ცოტას გვამადლიან კიდეც, თითქოს ვინმეს ადარდებდეს. „მე ასეთი იურიდიული კომპანია დავტოვე 1995-ში საქართველოს გამო“, „მე ისეთი იურიდიული კარიერა დავტოვე საქართველოს გამო“…
ორივე, არადა, იურისტია, თუმცა არც ბულინგს ერიდებიან, არც დაცინვას და არც ლანძღვას… ამიტომ იქნებ ბევრჯერ გამეორებაა მათთვის საჭირო:
ა) თუ ნაციონალურმა მოძრაობამ რამე კარგი გააკეთა მართვის დროს, ეს მათი ვალდებულება იყო, იმიტომ, რომ ხალხმა დაიქირავა.
ბ) თუ ნაციონალურმა მოძრაობამ რამე ცუდი გააკეთა მართვის დროს, ამომრჩეველი მას უკან აღარასროს მოაბრუნებს.
და ბოლოს, დანარჩენი ოპოზიციის გასაგონად: „სანამ მიშა იქნება მათი ღერძი, ხოლო გვარამია მათი ჯორდანო, ოპოზიციას დღითიდღე მოაკლდება ხმები… არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ გვერდში ერთხელ გამოჩენაც საკმარისია, რომ კეთროვანად აღიქვას, განსაკუთრებით იმ კონდიგენტმა, ვისაც ძალიან, ძალიან კარგად ახსოვს რა იყო „ნაცმოძრაობა“…
p.s. ნაცისტური გერმანიის, ან/და კომუნისტების მობრუნება, მხოლოდ სექტისტოლა ჯგუფებს უნდოდათ და უნდათ…