World Travel Award-ის მიხედვით 2019 წლის წამყვანი ტურისტული მიმართულება მოსკოვი გახდა

World Travel Award-ის მიხედვით 2019 წლის ყველაზე წამყვანი ტურისტული მიმართულება ქალაქებს შორის მოსკოვი დასახელდა. აღნიშნულ ნომინაციაში წელს მოსკოვის გარდა, კიდევ 18 ქალაქი იყო წარდგენილი. მათ შორის, ნიუ-იორკი, პარიზი, ლისაბონი, რიო-დე-ჟანეირო, სიდნეი, სანკტ-პეტერბურგი. გასულ წელს, ეს ნომინაცია პორტუგალიის დედაქალაქმა ლისაბონმა მოიგო.

World Travel Award-მა სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინდნენ, მათ შორის მთავარი კულტურული მიმართულების ნომინაციაში. აღნიშნული ტიტული წელს, პერუმ მოიპოვა.

2019 წლის წამყვანი ავიაკომპანია კი Etihad Airways-ი გახდა.