“რა თქვენი საქმეა, თურქეთს ნატოდან გარიცხავენ თუ არა?” – ერდოღანი მაკრონს

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეხმიანება ემანუელ მაკრონის განცხადებას “ნატოს ტვინთან” დაკავშირებით.
“მე არ ვიცი რას ნიშნავს საფრანგეთი ნატოსთვის, მაგრამ თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ნატოსთვის. ძვირფასო მაკრონ, უპირველესად უმჯობესია საკუთარი ტვინი შეაწმოთ, რადგან ასეთი განცხადებების კეთება ახასიათებთ მათ, ვისაც ტვინი მკვდარი აქვთ”, – თქვა ერდოღანმა.
მისი განცხადებით, საფრანგეთს არ აქვს გამოცდილება ტერორიზმთან ბრძოლაში და სწორედ ამიტომაა საფრანგეთი ოკუპირებული “ყვითელჟილეტიანების” მიერ.
“რა თქვენი საქმეა, თურქეთს ნატოდან გარიცხავენ თუ არა? თქვენ იღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს? იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ თქვენ უნდა პატივი სცეთ თურქეთის სუვერენიტეტს”,- აღნიშნა ერდოღანმა.