მორიგი შემთხვევა ღაზას სექტორზე, მოკლულია 16 წლის ახალგაზრდა, დაშავებულია 5

ისრაელის არმიამ პალესტინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ამ დროს 16 წლის მოზარდი დაიღუპა, 5 კი დაშავდა – ამ ინფორმაიას ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელი აცხადებს, რომ ამ შემთხვევას გამოიძიებს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ისრაელის მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა 348-ს აღწევს.