„სემეკმა“ „თელასი“ 5 000 ლარით დააჯარიმა

„სემეკმა“ „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა.
“მიმდინარე წელს შპს “ტორნადომ” მიმართა სს “თელასს” და მოითხოვა თბილისში მდებარე ობიექტის ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. სს “თელასმა” მიიღო განაცხადი და იკისრა მისი შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ არ ფიქსირდებოდა ხელის შემშლელი გარემოებები, სს “თელასმა” არ უზრუნველყო განსაზღვრულ ვადებში ობიექტისთვის მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, სს “თელასმა” სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიუთითა, რომ შპს „ტორნადოს“ მოთხოვნა ვადებში იყო შესრულებული.

სემეკის გადაწყვეტილებით, სს “თელასს” დაევალა შპს “ტორნადოსათვის” კუთვნილი ობიექტის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფა განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ექნება ადგილი ვადის დარღვევას, კომპანიას შპს “ტორნადოსათვის” კომპენსაციის სახით მიერთების საფასურის 100%-ის გადახდა მოუწევს. ამასთანავე, მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სს “თელასი” დაჯარიმდება 15 000 ლარით” – აცხადებენ სემეკში.