კასპში 2020 წლის დადგომა განსაკუთრებული იქნება. ამის შესახებ იმ დოკუმეტაციაშია აღნიშნული, რომელიც კასპის მერიამ შეადგინა. დოკუმენტაციაში წერია, რომ 31 დეკემბერს კასპის ცენტრში მიწვეულ 600 ბავშვს მულტფილმის გმირები გაართობენ, მათ შორის 2 „სნეგურაჩკა“, თოვლის პაპა და ელფები.
110-ჯერ გაისვრიან ფოიერვერკს, წრეზე იმოძრავებს მატარებელი, იმღერებს ბენდი, წარსდგებიან სოლო მომღერლები, ღამის 12 საათიდან დილის 2 საათამდე იქნება დიჯეი, 2 საათით გამოჩნდება ცხენი და ფაეტონი.
ამ მომსახურებას კასპის მერიას ,,ენერჯი გრუპი” სთავაზობს, რომელმაც ჯერ-ჯერობით, ანალოგიურ საქმეზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი მერიისთვის არ წარუდგენია.